სიჩუმე- სიკვდილის სიმღერა
სიჩუმე- სიკვდილის სიმღერა ფანჯარასთან მჯდომი ქალი, პატარა გობელენს ქსოვდა, გარეთ თოვდა, ზედ გობელენზე თოვლს ხატავდა და ლოდინს, ორთქლით გაბრუებული ოთახის ფანჯარა თავისთვის ტიროდა, ბავშვების წამლები ელაგა სახლის პატარა აფთიაქში, თეფშები ერთმანეთზე დაეწყო. ,,შიშველი ხეები ჩონხებს გვანან, პერსევსის დამსახურებაა":- თქვა ქალმა. ნერვიულად ჩაიცინა და წამოდგა, რომ დაეხედა ბავშვებისთვის. ორივე ჩვილს ღრმა ძილით ეძინათ. ძმები სიზმრებში განტოლებებად გველებს ახრჩობდნენ, წინასწარ ერთმანეთის დახოცვისგან თავის ასარიდებლად- წრის გასარღვევად. იმ წელს, თეთრზე უფრო თეთრი ზამთარი მოდგა, რაც ნიშნავს გვიან, უცნაური სიმბოლოა, თუმცა იქნებ, არც არასდროს მოხდეს ეს გვიან... ,,აქანდაზზე ახვეტე ნამცეცები" შემოესმა ვიღაცის ხმა, ესეც თავად იყო,ოღონდ ის ქალი, სამზარეულოს დახლიდან... ,,მოეშვი ამ თეთრ გობელენს", ესეც თავად იყო, უბრალოდ აბაზანიდან... ,,ნუ დამორჩილდები" ესეც ღრმა წარსულიდან ნაცნობი ქალწულის ხმა. გვერდით ოთახიდან,ისევ მამაკაცების ღრეობა ყრუდ ისმოდა, ისევ ისე,როგორც ყოველთვე მუცლის ტკივილი, ქალადამიანობის,დედაკაცობის ყრუ სატანჯველი... მათ სასმისებში არაფერი ესხათ, ხელშიც კი არ ეჭირათ დიონისეს ნექტარი, მხოლოდ ნაჯახი და ქვები, მათი ძალის მტკიცებულებანი... მათი ღრეობა უსასრულო იყო, ჭრიჭინებსაც კი შეეწყვიტათ სიმღერა, მიყინყულიყვნენ ეზოს წნულებზე, სიჩუმე, სიკვდილის სიმღერას ნიშნავდა, იმ წელს არაფერი მომხდარა,ან იქნებ მოხდა, თოვლი ნიშნავს, თეთრს და ეს არის გვიან.. ჟანა ანანიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი