დღისით ზღვამ მითხრა,
შემერიეთ გახდით ჩემფერი,
ნაღველის გარდა ვერაფერი 
შევურიეთ ამ ზღვის წყალს,
ყოველთვის ვუცქერ, ვერ გავიგე
რად გარდვიქმენით,
მხოლოდ ცრემლებით შევერწყით
და სიკვდილს ვირეცხავთ

ღამით ზღვამ მითხრა,
გამორიყე ყველა ის გემი,
ყველა ის ძალა,
ყველა ის ფიქრი 
და ზღვით მოფენილს
იალქებში გახევებულ 
კიჩოს მოშვერილს
გაყევით უკან მოუხედავად

მაინც ვერ ვიგებ
რაღა დარჩება ჩვენც თუ წავედით,
რა აზრი აქვს რას წაიღებ,
შენც თუ შორს წახვალ,
ძალით გამოთქმულ სიტყვებს 
ვხედავ ბასრად აღწერილს
სიმართლეს პირი აუკრეს 
და ჩვენც გარეთ ვდგავართ

ტყუილის არ ვართ  მომხრენი,
ცარიელ ფურცლებს,ცარიელ ჩარჩოს ვამჯობინებთ საწამლავს,
ყველა სულს თუ კი ჩაურაზავთ
ბაგეს დაფჩენილს,
ყალბი სიტყვებით, 
ნახავთ ხელოვნების
ნანგრევ-ნასახლარს

2024წ.

ჟანა ანანიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი