ოდა ჩვენ ორს
ოდა ჩვენ ორს საფლავს ვთხრიდი, ორივენი ვერ ჩავეტეოდით. სული მწარეა და შენ ჩაგაწვინე. ჯერ ფრჩხილებით ამოვთხარე, ძლიერად ვექაჩებოდი მიწას, შემდეგ ქანებსაც შევეხე... თან ტორებით ვეზიდებოდი ფრხვიერ მასას... სწორი ზედაპირი გორაკად გადაიქცა, კუბო ჩავუშვი და უკუნისამდე შენს დამტირებლად დაგირჩი... ვაი, თუ წავედი... ვაი, თუ არ იცი, როგორი მწარეა სული ... 17.01.2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი