***


ქვევრი არა ვარ,
რასაც ჩამძახებთ,
იგივ ამოგძახოთ,
ტკივილი ამოჩხავლული ამომდის ნაქსოვებად ჩაკვანძული ყელიდან,
სრულ შევალ ქვევრში.ბინას დავიდებ...
თითებით ნაზელი გრდემლი,
შიშით გამიმძლავრდა,
თვალებიც ამოვახილე...
არყის ხეების მწკრივად 
გამირბის  ცხოვრება თითქოს,
ქვევრი არა ვარ,რასაც ჩამძახებთ
იგივ ამოგძახოთ,
უფრო კოკა ვარ თიხის,
რაც ჩემს შიგან არს,
იგივ გადმომდინდების...

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი