ნაავადარი ზაფხულები
დაცლილან ჩემი წამლების კაფსულები, წლებია ვებრძვი სიკვდილს, ვუძლებ სიცოცხლეს, ჩემი ნაავადარი ზაფხულები, სააფთიაქო ქსელს დაემსგავსა. ვენებში სისხლი გამეყინა, ხშირად მერევა ჩემი სისუსტე. თვალის უპეები ტომრებივით ივსებენ თავებს, თიროიდული დისფუნქცია მისერავს სხეულს, პარალიზებას აბრალებენ, თურმე ცისტოზებს, ჭრილობა თავისით შეხორცდა. თავს მახსენებს ჰიპერპლაზია შეშინებული სიცოცხლე მტკივა, როგორღაც ფეხზე წამოვდექი და თვალებში შავ-თეთრ ნაპერწკლებს,სიცოცხლეს ვაწერ, რომ არ დასრულდეს... მერამდენე წრეზე ვტრიალებ, ვუძლებ დაუსაბამო ბორბალს, თეთრი ვირთხები მიღრღნიან გულში ჩამარხულ ვნებებს, ახლა ტვირთად მაწვება სიბრძნით ფილოსოფია, ძველ სიყვარულს ვატან ბავშვობის საქანელას, წიგნიდან ჯოისის ღიმილი მამხნევებს ზოგჯერ, დები,ხან კიდევ ლეოპოლდ ბლუმი... ამით სხვებთან საუბარს ვაბამ... აბა,იმ ღამით საუბარი არ მოისურვე... რომ არ ისინი, თეთრი ხალათით, პლათის ტიტებს დავკრეფდი ღამით, ჩემი ვარდები, ვარდნის ხმას, მაინც ვერ გაიგებდნენ... ივლისი,2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი