გაზაფხულდება


ჩამწვარი პეპლების მტვრისგან აღდგება სულის სინატიფე,გაშლილი ქოლგები 
ვერ შეაკავებენ წვიმას,
როგორც ფენიქსის ცრემლებს.
ამოტეხილ ქვაფენილზე
გაიშლება კვირტი და ააყვავილებს 
მთელ სამყაროს ოცნებად...

ფოთოლცვენას გადავურჩი, 
გაზაფხული მალე მოვა,
როგორც სიყვარულის 
დაკარგვის ნიჭი...

რამდენი რამ მაქვს სათქმელი,
იქნებ საინტერესო არც იყოს 
თქვენთვის, ვისაც სურს მოისმენს,
საკუთარ თავთან გააიგივებს,
გაიხსენებს, თავადაც 
რომ გადახდა თავს
და ტკივილებს 
ჩამოიბანს ცრემლებად...

რამდენი რამ მაქვს სათქმელი
თქვენთვის,
თუმცა თქვენ ჩემი ენა არ გესმით  დალუქულ საცავებს გავხართ,
პოეტურ სულს რომ არ
 შეუძლია ჩაწვდეს.
 ტელევიზია
დენიკინის დროის
და ყველაზე ახალი 
სოლარიუმის ფასებია,
ფული არ გაქვთ 
უცხოეთიდან ხეებზე ისხამს,
მე კი აქაური ხეების სუნთქვა მაცოცხლებს და მთხოვს გადავარჩინო ისინი.
ხავსსს მოჭიდებული რწყილი,
როგორც ჩემი საბრალო სამშობლო
უცხოსავით რომ ექცევიან
და ქეცივით იშორებენ თავიდან...

ჩემი სამშობლო დედამიწის ზურგზე არსებული პატარა ქოხია,
შუქჩამქარალი,
შემოგლეჯილი ნაწილებით.
ფერფლისფერი სულითა და ხორცით,
რომელსაც უცხო სხეულები შეესივნენ...

ვისაც სურს გაიგებს 
თავის თავზე გაითავისებს 
ბარბალეს მსგავსად გაზაფხულდება...

2023

#პროზადნათქვამიპოეზია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი