მეგობრის სახლის ფანჯარა
სიახლეები, დროის მდინარებას ვერ უძლებს, ბერდება, ფარდაგზე მოქსოვილი პენელოპეს ფიქრები, ჩარჩოში ჩასმული ცივილიზაცია, ნიქსის ფერების ფირუზისფერი, სახლის კედლების დნობა, ვით მყინვარწვერზე თოვლი ყვავილებს რწყავს მზერით, სხივების წყლისფერ მინაზე თრობა, მისი სიყრმე ბეტონის ბაღებს შორის, გაქვავებული ანგელოზები, ზეციური საუფლოს მეტყველება, მოქსოვილი კაცუნები არაქნეს ქსელში. როგორია ჩემი მეგობრის და მისი ფანჯრის კომუნიკაცია? და რას ხედავს თავად ფანჯარა? ფუნჯების წყობასა, ლაჟვარდისფერ ფიგურებს კედლებზე, კუბურა თვალებს არ ეპარებათ შუქი, საღამოს მოსული მზის ქალღმერთი აცოცხლებს თვალებს, ოქროცურვილი აგაპე მასში და ღამე,როგორც მითოსის გადმოსვლა დარწული აკვნიდან... 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი