ფაუსტინა
ოჰ, ჩემო ფაუსტინა, ქვაფენილზე მიაბიჯებ ჩიტებსაც ესმით შენი ხმა. ოთახში, როცა წვები ჭერს უყურებ, ისევ შიშებთან შეჭიდება გიწევს დ ა უ ს რ უ ლ ე ბ ლ ა დ! ყველაფერი, რაც გსურს შიშის უკან ფეხისწვერებზე დგას ცდილობს შენს სიმაღლეს გაუსწროს. ზემგრძნობ აკვარიუმში სიმარტოვის თევზები ნაყოფიერდებიან. ამ თევზებს გამჭვირვალე ფხები კი არა თვალები აქვთ წ ყ ლ ი ს ფ ე რ ი ! მათში, შენი თავი ჩანს! თვალთა სარკეებს არარსებობა აურეკლავთ... ოჰ, ჩემო ფაუსტინა, შენს საწერ-კალმიან ოთახში შავი ძაღლის მაგიერ შავი ყუთი შემოდის ფ ე ხ ა დ გ მ უ ლ ი ! კედლებიც იწელება, როგორც ქუჩის სინათლის ე მ ა ნ ა ც ი ა! ოჰ,ჩემო ფაუსტინა, დაბადება მტკივნეულია ხელახლა სიცოცხლე სურვილებად მორფინდება ყუჩდება ყველა ტკივილი მ ო უ რ ჩ ე ნ ე ლ ი! ოჰ, ჩემო ფაუსტინა, მკვდარი მწერებიც კედლებზე ბინადრობენ, ისინიც შენს არყოფნას მიანიშნებენ. ნემსიყლაპიები ქილებში გამოვამწყვდიე ნასვრეტებიან ქილას წყალი შეუდგა ამოალპო მწერები, ისინი,ვინც ტკივილის ფილოსოფია მასწავლეს... ოჰ, ჩემო ფაუსტინა, თეთრი მტრედები ტირიფის ხეებზე სხედან შენ კი ქვაფენილზე მიაბიჯებ.... 19.10.23წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი