ღამის სურათი ( Nocturne) სა∞მარტოდ...


სევდიანია 
ყველა წასვლა,
გულს თუ გაივლის.
შეკუმშულ სხეულში
სითბოს ნაფოტებს ანთებ.
ახლა კი იცი,
მარტომ უნდა დაუგდო ყური,
ფოთლების შრიალს 
და უძირო მიწაში ჩაწვე...
ძვირფასი მხრები არ 
მოელიან საყვარლის
მკლავებს,
და სიცოცხლეა
ახლა მხოლოდ
შესაბრალები...
მიმოზას რტოებს,
გაზაფხულის
ქარები არხევს,
სიმძიმის ძალას,
ზიდავს ტვირთად 
მისივე მხრებით...
მძიმდება და ტყდება 
სახრახნი ძვლები,
ის ძველი მეტრფე 
თოვლი - 
უმატებს ძლიერ,
სიცივით სავსე მასზე
დაფენილ თეთრ საბნებს.
სხვა ვინმე, თუ ნახავს
ღამით ამ სურათს,
მიმოზას მკლავებს 
ქარი რომ არხევს,
ფიქრები სინატიფედ
გადაიშლება,
მიწას ჩემი ცრემლები 
დანამავს წვიმად,
აცრემლებული 
ჩვილი ბავშვივით
მიმოზას მხრებზე 
დავიდებ ბინას...

2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი