* * *
* * * არასდროს მინახავს ნუშის ყვავილი... უცნაურია, უბრალოდ ნუშის ნაყოფს ვჭამ... მხოლოდ წარმოსახვაში ვხედავ, ნაყოფიდან გამომდინარე გვირგვინს,ბუტკოს,მტვრიანას... ერთხელ მაინც ყვავილობს ხე, მაგრამ საკმარისია ერთი ცხოვრება, ასაყვავილებლად? ანდროცეუმები,მუდმივად არ იმტვერება... იქნებ,მის შიგნით საოცარი სამყარო იმალება... მე,კიდევ უბრალოდ, ვზივარ და ნაყოფს მივირთმევ... ადამიანთა სამყაროში, სადაც საბრალო ატომებს თავები,უმაღლეს არსებებად მიაჩნიათ, სადღაც თვალისთვის მიუწვდომელ მინდვრებზე, სხვა სამყაროები იშენებენ თავებს. ჩვენი ცხოვრება პაწია ჩიტუნების სიზმრებია, როგორი ქორფა, სახეც იბლანდება წვიმაში, იქნებ და სიკვდილმა იხსნას, გამოაღვიძოს დაძინებული გულყვითელა, რომელიც ნუშის ყვავილზე ყოველ ღამით ფხიზლად იძინებს, ზოგჯერ ჩუმად ჩიკჭიკებს, ეშინია ბრმა ტყვიამ არ იმსხვერპლოს, მან იცის,მშვიდობიანი ქალაქი როგორ ღრიალებს ღამით... ადამიანები კი,ჩიტის ცრემლებზე აღმოცენებული ადროგინები ვართ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი