მელანქოლია
მელანქოლიამ გახსნა საკინძე, გადმოღვარა ფიქრთა სილურჯე ჩემს თვალთა ფერში. მელნისფერ გედებად დამშრალ ტბაში მიაცურებენ ტივები თავებს, მაგნოლიის ყვავილის შხამი ჩამეღვარა ბავშვურ ხმაში, თითქოს საკანში... მზისადმი ლოცვაც არ დავივიწყე, სარკეში ლანდმა დაიწყო ცეკვა, აგორდა,როგორც ქვითკირის ლოდი, დაცურდა,თუმცა ვერ მომიყოლა... გადავრჩი... გადავრჩი... გადავრჩი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი