ისე დადუმდა ხალხი...
ისე დადუმდა ხალხი, ისეთი ყრუ იყო მმართველი, ავტობუსმა ლაპარაკი დაიწყო. აბა, რისი მაქნისია ძალაუფლება, თუ არ დაადუმა და დააბრმავა, ისინი,ვინც მხოლოდ ნივთებად მიაჩნია... ძალაუფლებას,ხალხის ხმა არ ესმის... შიშით,თვალებს ხუჭავს... როდესაც გაიხილებით, იქნებ აღარც კი ვიყოთ... ისე სდუმდა ხალხი, ისეთი ყრუ იყო მთავრობა, ავტობუსმაც საუბარი დაიწყო, მაგრამ ისიც გამორთეს... ვერ ჩავიკლავ იმედს, სიჩუმეს მოჰყვება დასაბამიდან სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო ეს სიტყვა... 24.01.2025წ. ექსპრომტად დაწერილი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი