ბავშვობის სევდა


ბავშვობის სევდა 

წმინდა პანტელეიმონის ჩაისყუთიანი ხატი ისევ ისე დევს სასთუმალთან...
ჩემი ხელები გაასმაგებულად უზარმაზარი მეჩვენება, კედლებზე არარსებულ გამოსახულებებს ვზომავ,ძალიან მცივა და საკუთარ თავში ქაოსს ვალაგებ კოსმოსად...
თვალებს ვხუჭავ და ძილს მივეცემი ,როგორც დაღლილი პილიგრიმი სამუდამო მოგზაურობიდან დაბრუნებული...მის მსგავსად  მადლიერი ვარ იმ შნოსა და ცოდნისა,რაც მერგო წილად...
საკუთარ გონებაში სუფრას ვშლი, მთვარეულივით ზეზე წამოვხტები და მცირე მეტანიას ვასრულებ ... 
იატაკი უფსკრულს ჰგავს,მშიერ ხახაცარიელ მხეცს ..
აგერ- იგერ ფეხი მერევა და ვუსხლტები მოჩვენებით მახეს...
ჩემი ფანჯრიდან ხეები ურჩხულებივით შემომცქერიან სულ მთლად ვკანკალებ კედლებზე გარბიან ხმები სერაფიმების, განუწყვეტლივ ჩამესმის საეკლესიო ლიტურგია ზარები რეკენ და მიაქროლებენ ჩემი სულიდან დარჩენილ სევდას. 
პატარა სუფრაზე დარჩენილი პურის ნამცეცი ვარ,სიმცირის არ მრცხვენია, ვუძლებ და ვცდილობ ლოდიდან გარდაცვლილი ქანდაკების გამოკვეთას.
თვალის უპეებჩალურჯებული, ცრემლებიც დაღლილან ლილისფერ გზებზე ხეტიალით .ცაზე მილაცლაცებს ღრუბლები, კეთილი ანგელოზები დემონებად ქცეულან და ხელოვნურად მიკითხავენ მორალს ...
არარსებულ ჩიტებს ვთხოვ ფრენა მასწავლონ,კედელზე მამაკაცის სილუეტს ნეკნიდან სდის სისხლი .

ჩემი ზორბა ხელები ვარსკვლავებს კრეფენ ციდან და არარას ურევენ...

ჩემ გონებაში ჭრილობებს საკუთარი ხელით ვიკერავ, კედლიდან ჩამომსკდარი საღებავი სისხლივით მომხმარა, სერაფიმები ნაკერებზე ნელსაცხელებს მიზელენ (ჩუმად აკეთებენ ამას არავინ რომ არ შენიშნოს)
ტალღების ღელვა და ზღვის ხმაური მოაცურებს ნავს,მე მგზავრი ვარ შვერილი კლდესავით გამოკვეთილი ვწყვეტ ზეცას ვარსკვლავებს და ყუთს ვაღებ.ომგამოვლილი ვერ ვუჯერებ საკუთარ თვალებს -  ჯერ კიდევ ტყუილად ქცეულს თუ  როგორ შემეძლო ბრძოლა...

2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი