ამბერი


ხეებს ვესაუბრები ყოველ სეზონზე,მათი ხმა მესმის...
შემოდგომა დამდგარა
ხეთა კონებს უბიწო ქალწულებივით ჩაუცვამთ სადედოფლოდ,თუმცა მალევე იხდიან ოღონდ ნელ-ნელა....
დრო იწელება ქაოსში ჩაფლული. მე კი ვარ მარიონეტა...
დრო ვისთვის წამალი,ვისთვის უკვდავების წვეთი,
ვისთვის გილიოტინა...
ახლა უთუოდ სცვივათ ხეებს ფოთლები ,მზე ანათებს თუმცა ჰელიოსს მადლი არც ისე ღვთიური მოუნიჭებია.
ცივა ...
ცივა ...
ძველებში ატარებს გაყინული ნიავის მკლავები და ყავარჯენმომარჯვებული მოხუცი დიდედა პირუტყვს რეკს მთიდან ...
რძეშეუმშრალი ბალღები მთის ფერდობებზე დაყიალობენ სიმინდის ნაგულათი თოჯინებს ქმნიან რაც პირზე მოადგებათ , იმას ასაუბრებენ სიმინდის გამოძვლიანებულ დაჩირულ ნაყოფს..
ცხვირი წამოალებული აქვთ ბალღებს .. მათი დაკონკილი კალთებით ისრესენ მონესტო ცხვირ-პირს...
დღეს სუმბულის სინაზით წამოვენთე დიდედას გამომცხვარ თაფლაკვერას დავსტაცე ხელი და ხეებთან მივედი...
მათი საუბარი შორიდან მესმა...
მათი ფოთლები ფერებში ირეოდა ,საოცარ სიმშვიდეს გავდა ფოთლცვენა თითქოს ფერადი თოვლი დასტაცებოდა დედამიწას და შავ ატალეხებულ გაუმაძღარ მიწას ფერადი საღებავებით ღებავდა... 
საოცარი სუნი ქონდა არემარეს ...მეც მიხაროდა და ვდღესასწაულობდი .. გამოვეწყვე ,თითქოს პროცესია იწყებოდა ...
ბოლოს ერთი ფოთოლი შერჩა ხეს და როგორც შეუპოვარი შვილმკვდარი დედა თავის გარდაცვლილ შვილს ხელიდან რომ არ უშვებს ისე ებღაუჭებოდა ტოტებით..
ქარი გაშმაგებით ართმევდა..
თუმცა ის არ ნებდებოდა ..
ბოლოდ ჩამოწყდა როგორც საშოს ახალშობილი და მიწაზე დაეცა ...
მაშინ გაშიშვლებულმა ხემ ასე დამიწყო საუბარი: 
- ასეთია წუთისოფლის წესი ჩემო ამბერ , ქარვასავით ნათელი გული გაქვს , სული კი არავის ექნება იმაზე მტკიცე ვიდრე შენ. ჩემო პატარა , ყური დამიგდე: 
ასეთია სამყაროს წესი ...
ხედავს ჩემი ტოტები გახმა, მალე ჩემი ხელები ზამთრის სუსხიან საღამოს გაშოთილ ტერფებს სითბოს ჩააცვამს.
მე ასე ვშობე უკანასკნელი ფურცელი..
თაობებს ვკვებავდი ჩემი ნაყოფით.
შენ არ იცი მე რაოდენ მადლიერი ვარ მარტოობა , რომ შემიმსუბუქე სიკვდილის ჟამს..
რამდენი მოკვდავის ლეში დამპალა ჩემს წინ და მე ვერაფრით დავხმარებივარ ობოლ შვლის ნუკრებს, ქურციკებს, ციყვებს, ადამიანსაც კი ... ..
ხელფეხშეკრული ვდგავარ და სამყაროს გავყურებ...
ტოტებს ხომ მაგლეჯდნენ ბალღები ვტიროდი..
თუმცა მხოლოდ შენ გესმის ამბერ ჩემი ხმა ..
მარადისობის კანონი დაუძლეველია ყველა ამისთვის ვდგავართ ფეხზე სამყაროს წიაღში ყოველგვარ უსულოს ხმა აქვს მონდომებაა საჭირო რომ გაიგო ...
თავი მაღლა ასწია და ამაყად შეეგება ხის მჭრელებს ...

...
მას შემდეგ მკვდარ ფოთლებს ვაგროვებ ....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი