ეშვები და ქალღმერთის წყევლა (ამბავი ქალღმერთ დალიაზე)


უშველებელი,დატოტვილი, ხშირი ტყის იქით მიწევდა სირბილი. ვეძებდი, ტევრებში ჩავწყდეულ ქორბუდა რქების მიერ არეკლილ სინათლეს.
ჩემი გვარ_ტომი შორეული მოციალე პლანეტიდან იყო, ცოცხლები ცოტანი დავრჩით,მას შემდეგ,რაც ჩვენი განადგურება ქალღმერთმა დაიწყო.წყევლას გავდა ეს ყოველივე,უკვდავ ცხოვრებას ჩვეულები თვალსა და ხელს შუა დალიას  საკვებად ვიქეცით. ერთადერთი ,რამ,რაც სიცოცხლეს გვინარჩუნებდა ქალღმერთი დალიას  ქვეშევრდომება  იყო.
ჩვენ გვევალებოდა მისთვის მიგვეტანა ქორბუდა ირმის მოკაშკაშე რქები,რათა არ გავნადგურებულიყავით. 
ჩვენი ტომის ხალხი მიჩვეული იყო უმი ხორცის ჭამას,ცხოველების გატყავებას, კბილების შელესვასა  და იმ ირმების მოკვლას,რომლებსაც ღვთაებრივი შუქი დასდევდათ.

 მე კორა ვარ, ძუ მგელი, რუხი აჯაგრული ბალნითა და თეთრი ბასრი ეშვებით.
ახლა სანადიროდ გავრბივარ ქალღმერთი უნდა გავახარო. ვცდილობ, კუნაპეტ ღამეში მანათობელი ირმის მოკაშკაშე რქები დავინახო.აყმუებული მუცელი არ მასვენებს და ჩემში აღვიძებს მთვარეულ ურჩხულს.

ტორფნარებში ამოსული ნარები ფეხის გულებს შუბივით მისერავს,სისხლი მდის,მაგრამ ტკივილზე მეტად საკუთარი გვარის გადარჩენა მადარდებს.
 სიკვდილი ან გამარჯვება არ არსებობს სხვა მოსაზრება..  სიკვდილი ან გამარჯვება- ვიმეორებ და ნაბიჯს ვუჩქარებს გარშემო ხეების ჯარები კალეიდოსკოპის მიერ არეკლილ სინათლეს ასხივებს,
ნისლში გახვეულ სხეულს ძლიერად მივათრევ და ემოციურ კავშირს ვამყარებ გარესამყაროსთან.

 შორიდან კომეტა მოწყდა. ტევრებში დაეშვა, გზა არ სრულდებოდა ნათება მკვეთრი იყო, თუმცა თვალებზე ლიბრგადაკრულს, მაინც შემოაღწია თვალის გარსში და სარკესავით აირეკლა .
,,სიკვდილი ან გამარჯვება"..
 ეს ორი რამ, არ მაძლევდა საშუალებას იმედი დამეკარგა...

 უცებ გავჩერდი და სიამაყით დავნაყრდი ...
 მანათობელი ქორბუდა ლურჯ ჰალოგენურ ყვავილებს ძოვდა... ჩუმად მივეპარე და ყელისკენ ვეცი, უდანაშაულო მსხვერპლს ყელი გამოვღადრე, მისი სისხლით კი,გულმუცელი  ამოვიძღე.

 მთლიანად ვცდილობდი
ამომევსო მუცელი.ვგავდი მხეცს ,რომელსაც სინათლე ძლიერ  უყვარდა. ძალა ერთიორად მომემატა, რქებს კბილები ჩავავლე და თავიდან ამოვგლიჯე ... 
კბილებში გავიჩარე და უკან დავბრუნდი საკუთარ ბუნაგში ქალღმერთის კალთისკენ.

 გული გამალებით მიცემდა დრუნჩზე შემხმარი სისხლი მეკიდა,წვეთები ეცემოდა გზადაგზა...

ისევ გავიმარჯვე ...ჩემი უკვდავების წართმევა მხოლოდ დალიას შეეძლო ... 
 ისევ გადავრჩი გამარჯვების ყიჟინა მინდოდა ყველას გაეგონა ... 

როგორც იქნა მივედი ქალღმერთთან ფერხთით და რქები დავულაგე ... 

დალიამ მისი ცეცხლისფერი თმა ოდნავ შეარხია, ზურმუხტის თვალებში სიხარულის ცრემლი ჩაუდგა და ჩამოუგორდა ,როგორ კლდეზე ჩამოღვენთილი კლდის ნამი ... 

 

29/12/2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი