*ადრეული შემოდგომა* (ჩანახატი)
პირველად,როდესაც დავიბადე, აღარც კი მახსოვს,ალბათ გონებამ შეკრა ფიქრთა კამარა და არაცნობიერს მიაბარა დამტვერილი საქაღალდე,ჯერ მშობლიურ სახლს დავურჩი სტუმრად, შემდეგ კი სამუდამო მობინადრედ,ყოველ შემოდგომას ორი ურალი სიმინდის მოსავალი მოჰქონდა ბაბუაჩემს,რაც მართალია მურაბა მუდმივად თუხთუხებდა ჩვენს სახლში, მჭადი და ჯემი არ გვაკლდა, სანამ ჩემს სახლში თავს სტუმრად ვგრძნობდი, არ ვუსმენდი მეს,რადგან არ ვიცოდი მეობის დეფინიცია. რამდენჯერმე ტაძრად წამიყვანა მუსიკის მასწავლებელმა, ღმერთმა აცხოვნოს,დიდი ხნის წინ გარდაიცვალა,მაგრამ იქ, მეორედ მაინც ვერ დავიბადე,ღმერთის არც მეშინოდა არც მიყვარდა,უფრო ინტერესი მქონდა, ხოლო სამშობლო ჩემს ეზოში გარეცხილი ღვინის კასრი მეგონა, გაკვეთილების შემდეგ შიგნით შევდიოდი და ვბრუნავდი უმისამართოდ,მეორედაც დავიბადე, არც ტაძრად,არც ქვევრში ტრიალით, არამედ მარტოობის განცდით და მელნით, მეობა,სანთელივით ჩამეღვენთა ტაძრის ფრესკაზე მირონიან ხატებზე ცქერისას,სანთლები პაწაწინა თითებში ჩამადნა და ცხელი დოლაბივით აქუცმაცებდა გრძნობას და ნაჭასავით მეკიდა ქვაბი,როგორც ქვეყნის ტვირთი, სამშობლოც მაშინ ვისწავლე,ნაჭას გაბმული ქვაბივით,როდესაც ამითქარუნდა გული... ზუსტად ვიცი,ჩემი ქვეყანა( მეტი არაფერი მქონდა ნანახი) სხვა ყველაფრის, რაც არ მენახა გამოგონება მიწევდა და საღამოს უშუქო სახლი,ფანჯრებამოთხრილი თვალებით გაჰყურებდა ცას, იმ დროს პატარა ჰალოგენ დინოზავრებს ვანათებდი შუქის ნაცვლად, დედამ საზაფხულო რესტორანში მუშაობისას რომ მიყიდა. ყველაზე უცნაური მეორედ დაბადება იყო, ვერ დავიბადებოდი,რომ არა ის,ცა მურაბის სურნელით და შაქრის ნატეხზე კატაბალახას წვეთი... რაც ბაბუა მიივაბარეთ მიწას მაჭარიც აძმარდა და მჭადის სუნიც აღარ მცემს, მურაბიან მჭადებზე ვოცნებობ ზოგჯერ... ნეტავი იმ დროს... ფოსფორის დინოზავრების სინათლე,როცა მყოფნიდა.ის,კი ვიცი მეტჯერ ვერ დავიბადები ხელმეორედ... ახლა აღარაფერი მაქვს,რაც მეყოფა,არც მხნეობა,მხოლოდ მოგონება,იმის,რაც იყო მტვრიან საქაღალდეებს ვწმენდ ხოლმე... 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი