ანხი
იგი, მუდამ თავის ოთახში იჯდა,კუბოკრული ,პლანელის პერანგი ეცვა,ხშირად კალეიდოსკოპში იჭყიტებოდა... კალეიდოსკოპს სხვენში ინახავდა -საიმედოდ!არავის,რომ არ ენახა,მუდამ ატრიალებდა და იმ სილამაზით ტკბებოდა,რაც უსულო საგნის შიგნიდან იჭყიტებოდა.... ერთხელაც, ხვენში არ ავიდა ანხი,არც მეორე დღეს სტუმრებია თავის პატარა მყუდრო ,,თავშესაფარს",არც მესამე დღეს...ირგვლივ ყველაფერს მტვრისფერი დაედო,მზის სხივი,როცა შეიჭყიტებდა ხსვენის პაწუა ფანჯარაში ირგვლივ მტვრის ნაწილაკები ჰაერში ცეცხლის მსგავსად იწყებდა აალებას... ისეთი სიჩუმე ჩამოწოლილიყო იქ, თითქოს კედლებსაც ჩამოეყარათ დამტვერილი ყურები,საბრალო კალეიდოსკოპი კი,თითქოს აცრემლებული იდო იატაკზე,მდუმარედ იდო,ელოდა ვინმეს ,ვინც ჩაიჭყიტებდა და დატკბებოდა თავისით,აბა უსარგებლო სილამაზეც კი გულისამრევია,როცა ხავსი ედება ან მწერები შებილწავენ ხოლმე.. ლამპა,ისევ იქ იდგა,ხელით არავინ შეხებია,ნავთის სუნი ასდიოდა ეტყობოდა,ისიც უსარგებლოდ იდო .... ყველა ნივთი სიძველისა და უსარგებლობის შთაბეჭდილებას ტოვებდა,წიგნებზე,კუბოკრული პლედი იყო გადაფარებული,წიგნებს რა ხანია ასდიოდათ სიძველის სურნელი,რაც უფრო ძველი სუნი აქვს წიგნს,მით უფრო გრძნობ ავტორის გარდაცვალებას და ცდილობ კითხვისას შენი ცრემლებით,მას მადლობა გადაუხადო, თავისი ლამაზი აზრებისა და იმ ცოდნისთვის, რაც მოგცა ამა თუ იმ წიგნმა. სწორედ ასე იქცეოდა ანხი,როცა ბოლო ფურცლებს მიადგებოდა,ტრადიციულად ტიროდა,ამასთანავე სხვენში მარტო იყო,თავისი მშობლების მიერ ,,გადაყრილ" ნივთებს არავინ მიაკითხავდა.... ასეთ დროს ყველას ეგონა ანხის ეძინა ან მეგობრებთან ერთად თამაშობსო,ცდებოდნენ,მას მეგობრები სათამაშოდ არასდროს შეუწუხებია.... არც ძილის აუცილებლობას ხედავდა,ღამეები იმიტომ არსებობს,რომ ვიფიქროთ! -თავის თავს ესაუბრებოდა ანხი- : ღამე ისეთი მშვიდია და თან მარტო ხარ,შეუძლებელია ამ დროს საკუთარ თავზე მეტად ახლო მეგობარი იპოვო,ძილი კი რა სისულელეა,დროს ვკარგავთ,ხომ შეიძლება ღამის სილამაზით დავტკბე?! აბა არა?!ამ ხალხს თუ მოვაქციე ყურადღება ,მაინც ყველა თავისებურად უბერავს! ვის არ მოსვლია,-ჩუმად ხარხარებდა ანხი,ის ბოლოჯერ იჯდა სხვენის იატაკზე,კუბოკრული პლედი მუხლებზე გადაეფარა და წიგნის უკანასკნელ ფურცელს ფურცლიდა ... დააასრულა წიგნი.... ხვალ მისი დაბადების დღეა,მაგრამ საერთოდ არ ამხიარულებდა ის,რომ 13წლის გახდებოდა...არც საჩუქრები უყვარდა,მუდამ უსარგებლოს და ძვირადღირებულს ჩუქნიდნენ..ისევ მოვიდა მეცამეტე დაბადების დღე ისევ დახარჯავენ უსარგებლოდ ფულს. ადგა, ფანჯარაში გაიხედა,თვალები მოიფშვნიტა, ვარსკვლავებს უყურებდა... მისი საყვარელი ვერტიკალურად განლაგებული ვარსკვლავები,რომ დაინახა სიხარულისგან შეჰკივლა!ცაო!რატომ ხარ ასეთი მშვენიერი ,ლურჯი და თან ნათელი ხელები გაშალა იგი თავის სახელს ჰგავდა.... იგი ხელებგაშლილი ნამდვილ ანხს ჰგავდა... იღიმებოდა ის,იღიმობოდა ,რა ხანია გამოეცნო თავისი გაჩენის შესახებ ,ბრაზობდა გუშინ ,მაგრამ დღეს იღიმოდა... სიმართლე უფრო მარტივი გამოდგა, ვიდრე წარმოედგინა,არავითარი კომბოსტოს მწნილი და არც ყარყატის პირში ზეწარგახვეული არ მიაგდიათ წინკართან..იგი,როგორც ჩვეულებრივი ძუძუმწოვრები ისე დაიბადა... თან ახარებდა ის ფაქტი,რომ ცხოველი იყო თან არა,გამონაგონი სასიამოვნოდ,უსისხლოდ და უმტკივნეულოდ ჟღერდა... სინამდვილე კი მარტივად ,მაგრამ მტანჯველად... ფიქრებში გახვეულს,გამოეღვიძა გამთენიოს,ლამპა ჩააქრო,წიგნი ისევ ყუთში ჩადო,კუბოკრული პლედი გადააფარა ,სხვენის კიბეზე ფეხი დაუცურდა და ბრახ!დაეცა ანხი ,ამაზე მეტად გაეცინა...კიბე ფრთხილად დაკეცა და სხვენში შეინახა...წინკარის გვერდით თავისი საძინებელი იყო,შევიდა და ჩაწვა...უკვე აღარ ეძინებოდა,არც დაბადების დღეზე ფიქრობდა,საერთოდ არაფერი აინტერესებდა,გრძნობდა ,როგორ იზრდებოდა,რამდენიმეჯერ წვერიც გაიპარსა,უკვე სქესობრივი მოთხოვნილებები გაუჩნდა,უხაროდა,მას გოგონები მოსწონდა... ანხი,იმ დღის შემდეგ სხვენს აღარ სტუმრებია,ცამეტი წლის შესრულდა,იქ მიატოვა ბავშვობა...იმ სხვენს მიაბარა ლამაზი მოგონებები ,რაც გააჩნდა საუკეთესო მეგობართან ანუ საკუთარ თავთან... ჟანა ანანიძე 2014...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი