ზღვა


გათენდა ისევ. სიმშვიდეა გარეთ. არ ისმის არანაირი ხმა. თითქოს გაქრა ყველანაირი სულიერი თუ უსულო, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის მოლეკულების რხევა. მზე ოქროსფერ ფოტონებს ტყორცნის და ვგრძნობ მათ მე, ვგრძნობ როგორ აღწევენ ჩემს ფორებში და მითბობენ სისხლს. ამ წამს ვარ მხოლოდ მე და არის მხოლოდ მზე. დედამიწა მომეცალა ფეხებქვეშ. ცარიელი მაქვს გონება. მე ვარ ემერგია სხეულის სახით. არანაირი ინტერესი, ამბიცია, ეგო, სურვილი, სიყვარული, სიძულვილი. არ ვარ ადამიანი. ვარ სუფთა ენერგია. ვხედავ დრო როგორ იღვრება ჩემ ხელებში, ის წყალზე გამჭირვალე და აბრეშუმზე ნაზია. არც დასაწყისი აქვს, არც ბოლო. ვგრძნობ ეუფორიას. ყველაფერმა შეიძინა აზრი და მივხვდი რომ არაფერს ჰქონია სინამდვილეში აზრი. დრო აგრძელებს ჩემ ხელებს შუა გასრიალებას. 
ზღვა უფრო და უფრო მეტად იძენს ცისფერ ფერს. ვგრძნობ ალკოჰოლის მოლეკულებს. მათრობენ ისინი მეც და საბოლოოდ ვნებდები. აღარ აქვს მნიშვნელობა არაფერს. სიყვარულმა და უველაფერმა ადამიანურმა ჩემში დატოვა სიცარიელე. აქ კარგად ვარ. ახლა ვხვდები რომ ყველაფერი რაც მხდიდა ადამიანად მხოლოდ დეგრეადირებდა ჩემ სულს. მე არ ვარ ადამიანი. ჩემი სხეული აქ იქნება მუდამ, ზღვაში მაგრამ მე ვეკუთვნი სამყაროს და ჩემი ცნობიერება იარსებებს მუდამ იქ. ზღვა კი იქნება ჩემი მოკვდავი სხეულის თავშესაფარი. 
ვარსკვლავმა შემქმნა და ვარსკვლავს ვუბრუნდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი