კითხვები, კითხვები, კითხვები...


ამბობენ, ადამიანი ხშრად მანამ ნებდება, სანამ საკუთარ შესაძლებლობას გამოცდის და ქმედებაზე გადავაო, ანუ ჯერ კიდევ ფიქრებში, წარმოსახვაში ნებდება და თუ დღეს რაღაც დიდზე თქვა უარი და თვალის გასწორებისაც კი შეეშინდა სიახლისადმი, ხვალ პატარა, სულ მცირე მიზნებზეც ხელს ჩაიქნევს...
მაშ, რა კატეგორიას მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც არ ნებდებიან, ორჯერ, ხუთჯერ და შეიძლება ორმოცდაშვიდჯერ ცდილან რაღაც შეექმნათ, თუმცა არ გამოსვლიათ და ორმოცდამერვე ცდის იმედად გაუგრძელებიათ ქმედება?
რომელი კალაპოტი კვებავს ასეთ დონ კიხოტებს? ან სადაა მათი ადგილი ამ სამყაროში, რომლებიც ვერაფერ ღირებულს ვერ ქმნიან, თუმცა არც არაფერს აშავებენ და, პირიქით,  სპარტანული ნებისყოფის წყალობით, მიზნისთვის მებრძოლ სულისკვეთებას გადასცემენ შთამომავლობას?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი