To be, or not to be...


„ყოფნა, არ ყოფნა - საკითხავი, აი, ეს არის!“ 
რა გაცვეთილი და სასაცილოა დღეს ამ შეკითხვის გაჟღერაბა!
 თითქოს მე-17 საუკუნდან მოყოლებული ყველას პირზე ეკეროს. 
ხშირად ხსენებით უდიდესი სიბრძნის შემცველი წინადადებაც უბრალოვდება.
დღეს არ ყოფნა ყველაზე დიდი შიშია. სიტყვა კვდომა იმდენად ცხად და რეალურ ემოციებს არ აღვიძებს ადამიანში, როგორც არ ყოფნა. ახლა ვარ, ვგრძნობ, ყოველი მგრძნობელობის ორგანოთი, ვსუნთქავ და ნესტოებით ვისრუტავ ადუღებული ყავის სურნელს, რომელიც ფინჯანით გვერდით მიდევს, აი, ამას უკვე ვხედავ, მესმის მელოდია და ხმაური, რომელსაც ამ ტექსტის აკრეფისას ჩემი ნოუთბუქი გამოსცემს, კლავიატურაზე თითების შეხებისას. პირში მეღვრება ცხელი სითხე, მოტკბო-მომწარო გემოთი, რომელიც სხვა არცერთ გემოს არ ჰგავს და ვგრძნობ სითბოს სახეზე, ჩამავალი მზის შემპარავი, უძლური სხივი რომ გამოსცემს.
სიტყვა არ ყოფნა და გონებაში ამ მდგომარეობის, უფრო სწორად, არაფრის, სიცარიელის... არა, ესეც ვერ აღწერს. არამდგომარეობას, მხოლოდ ეს სიტყვაა - არ ყოფნა შეესაბამება!
 უფრო გიმძაფრდება არ ყოფნის შიშის შეგრძნება, როცა სხვის სიკვდილს იგებ, უყურებ გლოვას და ხალხში გამეფებულ წუხილს, გრძნობ სხვისი გულის თითოეულ შეკუმშვას შენს მკერგქვეშ და უფრო და უფრო გეშინია. 
ერთი მხრივ, აქ ცხოვრება წამებაა, წუთია, რომელიც მხოლოდ დაღს გაჩენს, ნაოჭებით, სიბერის სვირინგებით გაჯილდოვებს მთელ სხეულზე, მაგრამ ამ ერთი მტანჯველი წამის ან თუნდაც წუთის დათმობაც არ გინდა, ყოფნა გინდა, სიცოცხლე და სუნთქვა...        

10/13/2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი