Mon Dieu


„საზარელია დადგომა უგრძნობელობის გზაზედა“ -ვაჟა ფშაველა.

რას გრძნობთ? 
უმრავლლესობა გიპასუხებთ, რომ გრძნობენ. 
- რას? 
- აზრი არ აქვს. რამეს. და მორჩა. ბოლოს და ბოლოს, მგრძნობელობის ორგანოები ხომ აქვთ.
მაშინ რატომ ხდება ხანდახან, რომ ვერ ვგრძნობთ ხოლმე ვერაფერს? რატომ გვეყინება გონება და გულსაც რატომ აიყოლიებს ხოლმე? ან იქნებ ეს უგრძნებელობა უბრალოდ პოეტური მეტაფორაა, ექსპრესიული ფუნქციის საწინააღმდეგო?! ვინ იცის...
უგრძნობელი ადამიანი ხომ მკვდარია. მაშინ რატომ უწოდებენ ამ ეპითეტს ცოცხლებს? რა მდგომარეობაა ასეთი? გალაკტიონის სამუდამო მხარეებში მოგზაურობას რომ ჰგავს, ან დანტეს ჯოჯოხეთია აწმყოში გადმოსული, ოღონდ ის ნაწილი  -არც სამოთხე რომ გიღებს და არც ჯოჯოხეთი, სადაც არარა ხარ და ბოროტებაც კი ზიზღით შემოგყურებს... 
რა არის უგრძნობელობისაგან თავის დაღწევის საშუალება? თუ გული ფეთქავს, რაღაც ხომ უნდა იყოს... რაღაც, რასაც ვერ შეხედავ და ვერც შეეხები, რაშიც ბოლომდე დარწმუნებულიც ვერ იქნები, მაგრამ რაც არსებობს და უბრალოდ უნდა ირწმუნო მისი. ალბათ ხსნა მხოლოდ ამაშია. სხვა არაფერში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი