ელი


ეფემერულ სიკვდილში
ჩაესვენა ასული,
გადაეშვა მორევში 
ელის ტკბილი წარსული.
სწადდა სახლის დანახვა,
ნაცნობ, მშობლიურ მხარეში, 
მხოლოდ დამსახურებით!
მხოლოდ დამსახურებით!
ელის ნუშის ღაწვები,
გაპობილი ბაგენი
მიიწევენ ვნებები
ჭრელი მიჯნურებისკენ.
სურდა მათი დაკოცნა,
წრფელი ეშხით ამბორი,
მაგრამ სპირტი შეუსვამს
ქალს ბრომლეის ბარებში.
იფერფლება წარსული,
შხამიანი, ავსული,
განაწამებ სხეულში,
მარტოოდენ ეულში.
კვდება ქართლის მშვენება
უცხო, უცნობ მხარეში,
დედის მშობლიურ არეში,
მაინც უცხო მხარეში.
სიცივეშეპარული
ელის ტურფა სხეული
აღარ ათრობს ასპიტებს, 
აღარ უნდათ ბახუსი.
მარტოდ შთენილ ქალის სულს
იპყრობს ნელი სიკვდილი,
იფერფლება სურვილი,
სამშობლოში წამოსვლის
- ისიც დამსახურებით!
მხოლოდ დამსახურებით!
                            
 
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი