კუპიდონი


როს იასონი გემ არგოთი კოლხეთს მოადგა
სამმა ქალღმერთმა გაუმართა ხელი მეთაურს,
ეროსის მშვილდით მედეას გულს გზნება დაადგა
და უღალატა მსწრაფლ ასულმა ყველა შინაურს.

დღესაც ნადირობს ნორჩ გულებზე ღმერთი ამური,
ვარდობის თვეში მის ხაფანგში ბევრი ებმება,
როგორც სამსალით, სიყვარულის კელტურ მითიდან,
გულს სიყვარული კუპიდონის ისრით ედება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი