ფიქრები თავისუფლებაზე


ზოგჯერ ადევნებულ ჰგავხარ მეფისტროფელს,
გსურს შემოეხიზნო ამ ჩემს წუთისოფელს.

მეძებ - ჯვაროსანი - როგორც წმინდა გრაალს,
ჰგავხარ ცბიერს, მზაკვარს, ზოგჯერ კიდეც ალალს.

მეკვრი უკითხავად - ყორანი - ბიუსტს,
დამდევ, მითვალთვალებ - ეშმაკი - ფაუსტს.

შენგან განშორების პროცესი ძნელია,
ვნატრობ, ზოგჯერ ვიყო შეშლილი ოფელია.

მახვევ, ალერსნარევ, ბორკილივით მაგ ფრთებს,
შენი არაფერი თითქოს მე არ მმართებს.

თითქოს სიზიფე რომ განიცდის  ტანჯვას,
დღეს მეც მისი მსგავსი სახმილი მტანჯავს.

ვხლართავ და გიბურდავ გზას - მავალს ჩემკენ,
შენ კვალავ, მიბიძგებ, დღითი დღე შენკენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი