აღმოსავლურ მოტივებზე


ბედუინი აქლემს უძღვნის თავის რითმას,
მშრალ ქვიშაში ზლაზვნით კვდება წითელი მზე,
შაითანი არ ადგება კაიროს გზას,
უნდა, უწყლოთ გველის ნაკბენს გადაურჩე.
განა მართლა მირაჟია, რასაც ხედავ,
არ გეგონოს ოპტიკური ილუზია,
ყოველ წუთას საკუთარ ბედს თავად ჭედავ,
შამანი ხარ, დევრიში თუ ლილითია.
ბედუინი აქლემს უძღვნის თავის რითმას,
მშრალ ქვიშაში ზლაზვნით კვდება წითელი მზე,
შაითანი არ ადგება კაიროს გზას,
უნდა, უწყლოთ გველის ნაკბენს გადაურჩე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
ამხანაგი საბიასიმარტოხელა მოარული7 თვის წინ

როგორი მშვენიერია

Janetteსტუდენტი7 თვის წინ

გმადლობთ!

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი