ფიქრი ევფრატის პირას
გხედავ, გილგამეშ! ჩემთან ახლოს, მეზობლად სახლობ, დრომ ვერ შეგცვალა. დღეს ვიოლინოს აკვნესებდი მეგობრის თავთან, ტიროდა ყველა, მაგრამ საწყალს ასე უყვარდა. სად მიიჩქარი, ვინ გაგიმხელს მაგ საიდუმლოს? უძღებო შვილო, ნეტავ ისევ თუ მოგელიან, შენიანები. დაბრუნდი სახლში! დროზე დაბრუნდი, თუ დრო არსებობს... ვინც შინ დატოვე, უფრო უმძიმთ, გზაზე გიცდიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი