ლოდინი


- მოვუსწარით, გესმის? აცხადებენ.
''ჩამოფრინდა ერლანგენი-ქუთაისი, რეისი...''
- ჯერ მაინც არ გამოვლენ, დიდი დრო მიაქვს შემოწმებას.
- არა უშავს, დავიცდით.
- კარები გაიღო.
- ვერ ვხედავ, შენ მოკარი თვალი?
- არა, არაფერი ჩანს.
- ისევ დაიხურა.
...
- 40 წუთი გავიდა, დარბაზშიც არ ჩანს.
-ბარგთან იქნება, ეს რეისია ზუსტად ვიცი.
...
გვერდით მეგობრები კრეატიულად ხვდებიან ახალგაზრდა ბიჭს;
ხელში აიტაცა ახლად ჩამოსული გოგონა შეყვარებულმა;
მონატრებული დედა ნახეს შვილებმა; 
აწკმუტუნდა ემიგრაციიდან დაბრუნებული ძაღლი საქართველოში მომლოდინე პატრონის დანახვისას...
...
- როგორ იმგზავრე?
- ძალიან კომფორტულად, პირდაპირი რეისი იყო.
- ის გამოგიცხვეთ, შენ რომ გიყვარს.
- მგონია 2 დღის წინ წავედი.
- ჰო, ძალიან სწრაფად გავიდა დრო, მოგვენატრე!
- მეც მომენატრეთ!
...
ლოდინებს შორის ყველაზე ტკბილი უცხოეთიდან ჩამოსული ნათესავის ლოდინია, შუაღამის აეროპორტში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი