ქვეითთა რიტუალი


ნაცნობი გზა,
ბევრჯერ გათელილი ასფალტი,
არაერთი ნაცნობის მნახველი ტროტუარი...
მიდიხარ და მზე სახეში განათებს, სახეზე კი არა, ყოველ ნაკვთში აღწევს თავისი წვრილი, მოფერებასავით თბილი თითებით და შიგნიდან ისე გიღუტუნებს, უნებლიე ღიმილს განდომებს...
მიდიხარ და შენივე ნაბიჯების ხმა გაოცებს, გიკვირს - რატომ აუჩქარე ან შეუნელე ნაბიჯს უცნობის დანახვისას?
 ფიქრობ - აი, ვიღაცას უნდა ჩაუარო და მოუხერხებლობის დრო არ გაქვს...
 თუ მთლად cat work-ს ვერ ახერხებ, ნაბიჯი მაინც არ აგერიოს!
 და, შენდა ბედად, ახლა წამოკრავ ფეხსაცმლის წვერს ამობურცულ ასფალტს ან შენსავე  შარვლის ტოტს...
- რა ირონიაა, რა ფიასკოა...
 გაუვლი უცნობს და გული საგულესაა, პულსი წესრიგში დგება...
- ასე ლამაზად წეხან გევლოო - ტუქსავ ქვედა კიდურებს და გზას აგრძელებ მომავალი უცნობის შეხვედრამდე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი