ნანტო


ჩემი ნატურა ნატურალურია,
უალტერნატივო განრიგით
და ვარ საცდელი ლაბორატორიის,
ნატო გამიგე.

მე გამაჩნია მანტო. უღილო
ტანზე რაც მქონდა, სულ დავარიგე.
გამიგე ნატო, ნახე ვიღიმი,
თუ გაიღიმებ და თუ გამიგებ,
გთხოვ მიაკერე მანტოს ის ღილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი