ტკბილის ზღაპრების ქვეყანა ვრცელი
მომელანდება თეთრი ღრუბელი წევს ბატკანივით გელათის თავზე, რიონის პირთან მთვარის დარბაზი – ფალიაშვილის მუსიკით სავსე და ჩამავალი მზის სანთლით ხელში მშვიდი საღამო, ჭალაში მდგარი, იასამანის ყვავილზე თრთოლვა გალაკტიონის ლექსების ქარის... გუბისწყლის ჩუმი ტალღების ღელვა და გაღიმება ტყემლების რტოთა, კვიპაროსების, ძელქვების ჩრდილში ნიკოლაძეთა ლამაზი ოდა. მომელანდება ჩემი ბავშვობა – ტკბილი ზღაპრების ქვეყანა ვრცელი, და ქლიავისფერ იმერულ დღეებს მონატრებული ვუგზავნი წერილს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი