ვიკა გელაშვილს
მზაკვრული გეგმის ხართ ობიექტი და უბრალოა ჩემი ზრახვები. ვიკა, თქვენია მთელი პორტრეტი, როცა მე ვჩანვარ დანაწამები. მდუმრიად ისმის ჩემი პეშვიდან თქვენი ოქროს მტვრის შველა და ხვეწნა. ო, მოწყვეტილხართ სპილოს ეშვიდან და თვალის რკალთან გამშვენებთ ძეწნა. თმის სურნელება მე ახლაც მახსოვს, - ტკბილი ქოქოსის ბროლის ალები, ნეტა იცოდეთ, თუ როგორ ახრჩობს ჩემს დაღლილობას თქვენი თვალები. ვიკა, კი, მაგრამ რატომ ვარ მოწმე შავად ნაკრისტალ დალალებისა? და ვინჩის ხელი გატყვიათ სახედ ჩემი გულუხვი ტრფიალებისას. თვალთა რკალს ხტიან კლეოპატრები, ღაწვის გარსს ამკობს ტბების ლოტუსი, ხმაში ფრენს ჭოტი ნააზატები და თქვენს ტანს იხმობს ჩრდილო პოლუსი. ნეტავი ერთხელ თქვენივ ტუჩების მარწყვები ვიგრძნო ლოყის სახლობად და, აი, ზუსტად მაშინ მოვრჩები, რომ ფიქრი დასძენს მართალ წყალობად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი