ოფელია ანდალუსიიდან


ვიტრიტებოდი მიწაზე, ველოდებოდი დამარხვას,
შენი თმის ფერის სინაზე
აბაცებს ცისა კამარას.
ფანტომნი მემაგრებიან,
მკერდში ნერგავენ ლილიებს,
ოფელიაზე ფიქრები
ტბის ზედაპირზე ლივლივებს.
ბუნუელი დგას საფლავთან
ანდალუსიურ ძაღლებით,
თითქოს რაღაცას მალავდა
დაშრამულ იდუმალებით.
გარშემო შთანთქა წყვდიადმა,
მალე დამწვავენ ხორშაკნი,
აღარც ფანტომებს ვადარდებ
და აღარც ცოცხალ მხცოვანებს.
უკვე საფლავში ვტრიალებ,
ჩემს სხეულს ართობს ფერია,
ღრუბლებში დავხეტიალობ
შენზე ფიქრში ოფელია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი