ზის მელომანი და უსმენს ტანჯვას
ზის შეპყრობილი სკამზე ყმაწვილი და უძრწოლველი აჩენს ლაბირინთს, უსასრულოა მისი მანძილი, - მარადიულად დემონიური. ქარები ქრიან თითქოს უხეშად და ამით ბიჭი ფერფლად იქცევა, არც ანგელოზი ჩნდება ნუგეშად, - თეთრი ვერსალის სამარისება. გამოზამთრებულ ბიჭის გოლგოთა ყურის შრიალით ეძახის მარჯნას. ახსოვს მინდვრებში როგორ მორბოდა, ზის მელომანი და უსმენს ტანჯვას. ქალი გამოჩნდა თეთრკაბიანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი