ცრემლების საიდუმლო
სავსე ჰქონიათ გულები შეყვარებულთა დაღებით, ერთმანეთს ზედ აკვდებოდნენ გრძნობათა ოხშივარებით. ბიჭის ბაგენი გოგომა მარწყვივით შეიტკბარუნა და მისი გული ძგერითა წითელვაშლივით სახულა. დაძრწოდა ლაღი ბავშვების გრძნობებში ღმერთი ეროსი, როცა უეცრად გამოჩნდა სასჯელი საქართველოსი. დააწყდა ქართველთ მეწყერი, გაქრნენ ქალნი თუ კაცები, დაიძვრნენ მატარებლები, ვითომდა თვალწარმტაცები. ერთ დღეს იყივლა მამალმა, მივარდა ბიჭი გოგოსთან, სხვა რა გზა ჰქონდა ყმაწვილკაცს, ვერ დაჯდებოდა სოროსთან. გოგომ ჰქმნა გრდემლი ცრემლისა, ვეღარ გაუძლო ქარტეხილს - თავკაცთა მკელობელისა ბიჭი ჩაგრულობს მათთათვის. "თვალწარმტაც" მატარებელში ჩაუსვამთ ბიჭი ტყვიებით, გოგოს, ხატებთან დავრდომილს, სტანჯავდა ცხელი ციებით. შვიდი წელია გასული რაც იწყო იამ ამოსვლა და მინდვრის სასაფლაოზე გოგო ზის შავის სამოსად. დასტირის სატრფოს საფლავსო უკვე რამდენი წელია, თითქოს ცრემლებში მალავსო, ბიჭთან რა გადახდენია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი