პოეტი არის ადამიანი?
დილით იღვიძებს პოეტი ჩვეულ, დგება, ეცემა სამზარეულოს, ნაბნაბით ფიქრობს, თუ გულჩახვეულ რვეულის ფურცლებს როგორ ეუბნოს. ჯერ ჩაის მოსვამს, პირს დაინაყრებს, შემდეგ აივანს მოსჯდება ერთხანს, სიო-ნარნარში მუზთა ჯგუფს აკრეფს და შეადარებს გრძნობათა ექთანს. წავა, მაგიდას წინ დაუჯდება, ცხვირწინ დაიდებს აუკრეფ ფურცლებს, დაწერს ნახულებს - აივნის დილას და ყველა მუზის არსს შეიუღლებს. მერმე დაღამდა, მთვარე გაშიშვლდა და პოტატორიც დასჯერდა ლანდშაფტს, ისევ მუზები გაჩნდა ქარიშხლად, მოსაგონებლად - გრძნობათა შარბათს. წავა, მაგიდას წინ დაუჯდება, ცხვირწინ დაიდებს აუკრეფ ფურცლებს, დაწერს ნახულებს - აივნის ღამეს და ყველა მუზის არსს შეიუღლებს. დილა გათენდა, ახალი სხივი, მოჰგავს მოსტუმრე ეროსის წვეულს, ნაცნობი ჯაჭვი, ნაცნობი რონდო - დილით იღვიძებს პოეტი ჩვეულ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი