სად ვართ?
კაცი კაცს მისდევს მუშტებით. ეს კაცი დანას აიღებს. ახლა ეს მისდევს დანით. შემდეგ ის აიღებს ნაჯახს და გამოეკიდება ნაჯახით. კაცი პატარა პისტოლეტს აიღებს და გამოეკიდება ნაჯახიან კაცს. ნაჯახიანი კაცი სანადირო თოფს იღებს და პისტოლეტიან კაცს მისდევს. პისტოლეტიანი კაცი იღებს ავტომატს და სანადირო თოფიან კაცს მისდევს. სანადირო თოფიანი კაცი იღებს ყუმბარმტყორცნს და ავტომატიან კაცს მისდევს. ავტომატიანი კაცი ჯდება ტანკში და ყუმბარმტყორცნიან კაცს მისდევს. ყუმბარმტყორცნიანი კაცი იღებს ატომურ ბომბს და ტანკში მჯდომ კაცს მისდევს. ვნახოთ მერე რა მოხდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი