ლოთი


გარეთ წვიმდა, სეტყვას ჰფენდა, ცის ჯარები მიწას ჰყრიდა,
ტყეში ბუდე ინგრეოდა, ჩიტი უცნობ გზაზე ფრენდა.
ღამე იყო ლაბილური, მოძრავი და უმოწყალო,
ტყის შუაში სახლი იდგა, იმ ღვარცოფში უტორტმანო.
სახლის ფაჯნრის ფერი იყო მოყვითალო, დამალული.
ახლა კარგად მიგდეთ ყური, ყველა იყავთ განაბული -
ვაკაკუნებ კარზე ორჯერ, არვინ მიღებს დამტვრეულ კარს,
შევიჭყიტე ფანჯარაში... ვისკით, ღვინით სახლი მთლად ყარს,
თან როგორ - დამსხვრეული ბოთლებით და დაუმშრალი იატაკით,
ნაომარი ფურცლებით და 
ალკოჰოლის სიამაყით.
მიკვირს. ვღელავ. მეშინია. ინტერესი მირტყამს თავში...
უცებ გაჩნდა სილუეტი, იდუმალი კაცის ტყავში.
ზის, ეწევა, იტანჯება, ღვინის ბოთლებს პირში იცემს.
ტანზე პალტო სულ მთლად იწვის, ფეხებზე კი შავი საბო.
რა ცოდოა... მამაცია! მაგრამ მაინც გულწასული.
უიმედო, დაბურული. ფურცლების წინ გაბადრული!
მაგრამ მაინც გულწასული, მაგრამ მაინც დაფერფლილი.
თმაზე ცეცხლი, კანზე ცეცხლი, ტყავი სულ მთლად გაზეპილი.
მეც გავბედე შევსულიყავ, ჩავამტვრიე ქვით ფანჯრები,
შევხტი ლოთის ოთახში და დავუმტვრიე ყველაფერი -
მივეტანე გარდერობის თავზე დამდგარ გამხმარ ლარნაკს,
შემდეგ ქნარი გავუწყვიტე, გავდა ჟანგით ჩაშლილ საკრავს.
უცბად რაღაც ხმა მომესმა, გამწყრალი და გაყინული.
მივიხედე ლოთისაკენ და რას ვხედავ.... ღმერთო ჩემო!
ეს სიშავით შემუსრული, რკინასავით მკაცრი ტყავი გაიხლიჩა...
გესმით?
გაიხლიჩა....
ადგილზევე გავიყინე, გამიხარდა, ტყავი მომძვრა...
ჩემო თავო, ლოთო კაცო, ახლა უკვე მთლად სპეტაკო,
შენი ქროლვის წყალობით რომ წვიმამაც კი გადაიღო!
გადაიდო ღამეც, ქარიც, ბოთლები და გულში სარიც!
ნათელია ჩემი სული, ჩემი ხმა და ქარავანიც!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი