ყანწი ჩუქურთმებით


ბორგავს სახლთა მდგარი გუნდი
და მიუძღვის ცხვრების ფარას,
იაშვილის ჩუმი ბუნდი
დაჰქვითინებს მიწის ხალასს.

ტიციანიც ტირის, ტირის
უხდენელი სევდის თვალით,
წლები კიდევ მიჰქრის, მიჰქრის
სხვა თაობის ქარავანით,

მაგრამ, ნახე, იმალება
დაჩრდილული სხვა წერტილი,
იქნებ ოდეს გაიზარდოს
და გაგვიხდეს ქარტეხილი.

გაიზრდება, ფესვს გაიდგამს,
მორთავს ყანწებს ჩუქურთმებით,
კვლავ იქნება ის ნიშანი
ვინც ვიხილეთ თეთრი ფრთებით.

ბორგავს სახლთა მდგარი გუნდი
და მიუძღვის ცხვრების ფარას,
იაშვილის ჩუმი ბუნდი
დაჰქვითინებს მიწის ხალასს.

ტიციანიც ტირის, ტირის
უხდენელი სევდის თვალით,
წლები კიდევ მიჰქრის, მიჰქრის
სხვა თაობის ქარავანით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი