ადამიანის ნიღაბი
ღმერთს მოსწყინდა ზემოთ ფიქრი და დაეშვა კაცის სახით, მოინდომა მთაში მისვლა, მისვლა შავი ყაბალახით. შემოიცვა მკაცრი ჩოხა, შიგ ჩაიდო ხმალ-ყაწიმი, გაემართა მთის სოფლისკენ, გაემართა ვით არწივი. ერთ ღარიბ სახლს დაუპირა მისდგომოდა მეგზურივით, კაკუნს ღია კარი მოჰყვა, თვალ შეავლეს ცენზორივით. -შემო, კაცი ღვთისააო! - არ დატოვეს კაცი არად, არც ის უთხრეს და არც ესა, არ სთქვეს იგი ათას ლარად. ასვეს, პური მოუტეხეს, დაანაყრეს კაცის პირი, "ეს ხალხია ჩემი შვილი, კარგ ამინდში ზღვა-ნაპირი." მეორე დღეს დილით ადრე, გამოეწყო ღმერთი კაცად, გაემართა ქალაქისკენ, პალტო ეცვა ჩოხის ნაცვლად. ვაჭარ კინტოს თვალი მოჰკრა, ერთ ხმიადზე შეეხვეწა, "დამიკელი, თუ კაცი ხარ, არ მაქვს კარი და არც სახლი" კინტოს კაცის სიტყვის თქმაზე, იქვე ცრემლი დაეღვარა, "წამო, სალხსაც მე განახებ, მიწა გუშინ დამებარა" ღმერთმა ესეც დაინახა, "სასიკეთო ხალხი არის, იქნებ რაღაც გამეპარა, რაღაც, კაცის გულის კარის." მეორე დღეს წამოსვლისას, ღმერთმა რამე მოიგონა, წასულიყო სულ სხვა ხალხთან, რომ სხვა აღარ მოიზომა: აღარც ჩოხა, აღარც შავი, მუქი, ბრძენი ანაფორა, აჰა, ჩვენმა "ფაფის გულმა" კამათელიც გააგორა: ღმერთი ისევ იმ პალტოთი, სულ იგივე ხასიათით, მიეგება ერთ სამეფოს, რომ დაიწყო განთიადი. სულ სხვა სახე დამსჩნეოდათ, ჰქონდათ ფერმა, თუნდ ბოსელი, სხვაგვარ ჩაცმას ატარებდნენ, ეცვათ უცხო სამოსელი. ისევ ღმერთმა კაცის სახად, მისვლა სთხოვა კარის კაცებს, "მიმიყვანეთ მეფესთანო, ერთი ჩემი თხოვნა მართებს." დარაჯები, მოსმენისას, ვერ ითქვამდნენ სიცილ-ხარხარს, ჯერ პალტოზე ცრემლი ჰქონდათ, "პალტო ჰგავსო ნაცვალ-ნახმარს. ღმერთი მიხვდა კაცის ხედვას, ღმერთი მიხვდა, რა სჭირს მათ გულს, თუ კი კაცი უცხო ნახეს, ვერ შესწყვეტენ სიცილს გაბმულს. იკვირვებენ, იცინიან, მასხრადაც კი აიგდებენ, მაშინ კაცს ხომ სახე არ აქვს და ვერასდროს გაიგებენ. ხან ერთია, ხან მეორე, გამუდმებით იცვლის სახეს, თორემ რაა კაცის გული? უნახავი რომ ვერ ნახეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი