ნებისყოფა
მწარე სიომ დაჰკრა ქუჩებს, გამოძერწა შავი ქარი, ნაცრისფერი ღრუბლებია, ვერ გავიგე, თუ ნაცარი? მზე ეძახის ხალხის გულებს, აფრთხილებს და მართალს ამბობს. იქით, ქალაქს თვალი მოვკარ, სადაც ხალხი ბევრი სჭარბობს. ინტერესმა წინ მიბიძგა, გამომძალა ნებისყოფა, მითხრა - გასწი ხალხისაკენ, ბრბო ჯგუფებად რომ იყოფა. მეც ინტერესს ვენდე წამში, გადავთელე ქუჩის მიწა, რომ მივედი, კი ვინანე... რომ თვალი რად წამებილწა. თურმე ხალხის შუაგულში, იცრიცება ერთი ბიჭი, ევედრება ხალხის გულებს, სულ ამაოდ. სიტყვა ფუჭი! ხალხი ბიჭზე ჭორებს სდებენ "კაცის კვლა აქვს სიყვარულად" ბიჭი რაებს ისმენ, უკვირს, გრძნობს თავის თავს გარიყულად. რა ხდებოდა, რად ჩაგრავენ, რატომ სჯიან ამ საწყალსა? ღმერთო, რაებს ვუთვალთვალებ, გადამასხავ ყინულ წყალსა? არ მინდა, რომ ბიჭი ვნახო დაჩექვილი ხალხის ნებით, არ მინდა რომ დავინახო, როგორ სცემენ გამეტებით. ვიცი, რატომ ხდება ასე, ვიცი, რაზე ამცირებენ, ვიცი, რისთვის ურტყამს ხალხი, თვალს რატომ არ არიდებენ. გამომდგარა ერთ დღეს ბიჭი, დუქნის კარებს მივარდნია, ჩუმად სურდა ქურდობები, რომ თოფი გამოვარდნია. დუქნის პატრონს გულზე ხელი დაუდია, მოუვლია, ვერა! მაინც გაქრა სული, როცა ბრბოს გამოუვლია. ბიჭმა რაც ქნა, რაც შესცოდა, დაიტირა მთელი გულით, ვერ იგდებდა გონებიდან, სულ ფიქრებით დაბურულით. აიყვანა ბრბომ საწყალი, მიიყვანა ცენტრის გულში, ვინ იცის თუ რა სევდა აქვს, მის თვალებში, დაგუბულში. ახლა ზუსტად, ეს, ის დროა, ბიჭი სევდას რომ ვერ იკლავს, ცოტაც დარჩა, სულ ცოტაც და ხალხი ნიღაბს გადაიკრავს. და... გაისმა ზარის რეკვა, ზარმა თოფივით დარეკა, დაუცლელმა ხალხის ბოღმამ, ხალხი ბიჭზე გამორეკა. დაუშინეს ქვა და ლოდი, არ დაინდეს ეს საწყალი, ბიჭმაც იმედი დაკარგა და ასევე მიწა-წყალი. მორჩა! ბიჭი გადავარდა, კლდიდან უსულოდ დაეცა, ასე მორჩა და დასრულდა, სულს იმედები მოეცა. ბიჭის სული იზეიმებს, აპატიებს ღმერთის ძალა, მაგრამ ხალხი? ხალხმა იცის, თავის თავს რა დააძალა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი