აივანი
აივანი მე ვერთობოდი აივნის თავზე. მკლავსაჭიდები - ლილიის ვაზებად. ნიამორივით მორბენალები მეხამებოდნენ მეტასტაზებად. შენი სურვილი, შემობურვილი ჩემი გოლგოთის ასამაღლებლად. ასამარებდა კუთვნილ ლოტუსებს შენი ტუჩები. გადავურჩები ნიამორების მორბენალ ჩლიქებს. ფრენენ ჩვარები ცის კამარებით გაფანტულ მზეზე. ზმანება ჩემი მართალს იძახდა შენს ტკბილ ღაწვებზე, ნეტავ მიწვევდე დასამარებულ არყის კუბოში. მე ვერთობოდი აივნის თავზე. მკლავსაჭიდები - ლილიის ვაზებად. შენი თვალები - საბზებად სავსე, თმაზე გატყვია ოქროს ალები. ნიამორივით მორბენალები მიგაქროლებენ უთოვლო ზვავზე. მე ვერთობოდი აივნის თავზე. მკლავსაჭიდები - ლილიის ვაზებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი