პურის მარცვლები


მშიოდა, ძალიან მშიოდა... კუჭი შიგნიდან მირტყამდა და მაგინებდა, მლანძღავდა, რას აღარ მეუბნებოდა. შემდეგ გულმა დამიწყო რტყმა, შიგნიდან მჭამდა, მიბრაზდებოდა და მეუბნებოდა - წადი ჭამე, მალე ჭამეო!
რა მექნა, საჭმელი არსად მქონდა, ვერაფერს ვიზამდი, ამიტომ პაპაჩემთან მივედი და რჩევა ვკითხე.
- რას ამბობ, შვილიშვილო, წადი, კარგი ადგილი იპოვე, პურის მარცვლები დათესე, დაელოდე კარგა ხანი და შემდეგ რასაც მოიმკი შეჭამე.
- ჰო, მასე ვიზამ, - არადა რა დაელოდებოდა პურს? კუჭი მიხმებოდა უკვე. ჰოდა მოვიცვი პალტო, გარეთ გავედი, ქუჩაში, სახლებს დავუარე და ერთი ულამაზესი სახლი შევნიშნე. ოჰ, როგორ იყო ანგელოზის ფერებით შემკული, გასამოთხებული, დაოქროვილი. კარზე დავაკაკუნე, გამიღეს თუ არა კარი, მაშინვე ვეცი პატრონს და მოვკალი, თავი მოვაჭერი, არ დავინდე! შემდეგ მისი ლეშიც მივირთვი და დავნაყრდი. აბა, პურის გაზრდას რა დაელოდებოდა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი