ურჩხული და თეთრკაბიანი ქალბატონი


ვთვრები ნელ-ნელა შენი თმის ფერით
ვით ტყის ურჩხული ჩიტთა გალობით
და მესახება ლუციფიერი
ჩემივე ტრფობის ონავარობით.
ნეტავი სჩანდეს სიზმრები ხატად,
უკარებლები ჩემი თვალების, -
გედი დასცურავს თვალებწინ ზანტად...
მელომანია, მელომანია!
თვალთა რკალი ჰგავს კანდინსკის ნახატს,
ტუჩები სტვენენ ალმანდინივით,
ღაწვები მზეთა მეძებრებია
და გული გინთებს ამპლიდინივით.
ურჩხულის ტრფობა მინდვრის ასულთან, -
ესაა სინდრომი, ჩემი მანია
და უსასყიდლო ცრემლთა წამება,
მელომანია, მელომანია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი