ვით ხელოვანები


მე არყის პირეთში მიძინებულს, ვით მაიორი ვხედავ ინფერნოს.
გადაისეროს იქნებ უფსკურული ამდენი რითმის,
თავის ტკივილის და ღვიძლთა მირთვის.
ილტვის თითქოს ჩემი ამაო, როგორც მამაო ღმერთის გზებისკენ, 
საათის შიგნით.
რომელი საათია?
თრობის საათია.
თითქოს აპათია მესაფეხურა.
ვით პოს ეხურა შავი კატები,
ისე დარბიან ეკალბარდები
დალის ნახატში (ჩემს ხასიათში).
რომელი საათია?
თრობის საათია.
შარლ ბოდლერმაც კი ბებრად გამათია.
რომელი საათია?
თრობის საათია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი