ამოუცნობი კანონზომიერება
მე განდეგილი ბრბოსგან ვეთარეშები თვითგადარჩენის პრინციპებს, მწარეა ცნება იმისა, რომ ცხოვრებასა კაცისგან სწყურია ავი გულისთქმა. რატომ არიან დაჩაგრულნი კაცნი, რომელნიც უნივერსალურ სიკეთის დისციპლინით ცხოვრობენ მზის ქვეშ. რატომ არიან დაჩაგრულნი კაცნი, რომელთაც სოფლისა გასატანად უბიწობა ერგოთ. რატომ არიან ბედნიერნი კაცნი, რომელთა მზერაც სიკვდილის ტოლფასია. თუმცა, იქნებ და პირველთა ხვედრი სანატრელია, იქნებ მხოლოდ მათთვის არსებობს მარადიული სიმდიდრე. ჰო, ჯერ ვარსებობ და რომ გავქრები-წავეტანები სულით განცხრომას, შევატყობინებ მე კრავთა გუნდსა, თუ რა ფასი აქვს თავჩაგრულობას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი