იდუმალება სააქაოსი
ფიქრნი დამღლიან ვით ოკეანე სულგრძელ მეზღვაურს, - “მე წუთისოფლის დასასრულსა ვანელებ ბედაურს, მაშვრალი იგი მაჭენებდა მეწყერზე, ზვავზე, ამატალახა, საბოლოოდ, სიკვდილის კარზე.” ეს მოხდებოდა, რომ ავყოლოდი უძლეველ სურვილს, ველური ძალა დამიტოვებდა სიცოცხლის წყურვილს, ხელს მკრავდა უმალ, უდარდელად ქარაფზე მე მდგარს, დამინახავდნენ დიდ კლდის უფსკრულზე მახინჯად მომკვდარს. ჰოი! რა ძნელია ერწმუნო რასმე, არარსებულსა, არ მეშინია სიკვდილს მინდობა გამხეცებულსა, ჰოი! რთულია ჟინი ჩემი, - ახალგაზრდისა, თუმცა მაკავებს რაღაც საწუთრის ამოცანისა. ჰოი! საიქიოს ნატრობს ხალხი ჩემისებური, იტანჯებიან ინტერესით განმტკიცებულით, თუმც სააქაოს მეტი არის იდუმალება, ვერ ვხედავ, თუმცა გულში ალად მეელვარება. ხოდა, სად ვსწრაფობთ, რისთვის ვაჩქარებთ ბედაურს გამრჯეს?! სჯობს გზადაგზა მორბენალის დაბალახება, რომ ის შეიცნობს ჩვენთან ერთად მეტ საიდუმლოს, რომ წუთისოფლის მდუმარებამ რაღაც გვიუბნოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი