ფიალა თავზე


მე თან მაცვია პაგონი მნათი 
დედის ნაღველით შემოქსოვილი
და ისახება კვლავ ათინათი,
ვით იანვარი ჩამოთოვლილი.

ზურგზე მასხია ოქროს იარა,
მაჯის მახლობლად - კამელიები,
თავს მადევს თითქოს დიდი ფიალა
და იხრიკება ვით სალიერი.

ფიალის შიგნით ღვინო ასხია,
მე მეუბნება ათასგვარ სიტკბოს,
სიამის დონე თან ათასია,
რითაც მზაკვრობას ჩემთვისვე იხმობს.

მე თან მაცვია პაგონი მნათი 
დედის ნაღველით შემოქსოვილი
და ისახება კვლავ ათინათი,
ვით იანვარი ჩამოთოვლილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი