ხე მიუწვდომელი


ვძებნიდი მიწას, ჭარბად ფხვიერსა, რომ დამემარხა სახელი ჩემი.
მწადს იმ ადგილის დღედაღამ მორწყვა, რომ ტოტი მისწვდეს დასალიერსა.
და შთამომავლებს უწვდენელ ხეზე დაჯდომის შანსი მარად მიეცეთ,
ჭამონ ნაყოფი ხიდან გაზრდილი და დაინაყრონ პირი მშიერზე.

მოხდება ისე, როცა წყლის შოვნა გამიჭირდება
და შესაძლოა ვიყო საკვები ცხოვრების მღრღნელის,
თუმცა ხელოვანს თვით ბედისწერა ასე ებოძა,
რომ ზეციური ხელოვანება ტკივილში იქმნება!

ამ სამყაროში სულ ორი არის კაცისა გზანი, -
პირველს უხვი აქვს მატერია ძვირფასეული,
სააქაოში ერგოთ სამოთხე მოსანატრელი,
თუმც იშრიტება მათი სიცოცხლე როგორც სანთელი.

ასე დალევენ წუთისოფელს უმტკივნეულოდ,
დაიღვენთება სამუდამოდ მათი ცხოვრება,
მათი სახელი უჩინარო და მცირჟამიანი
მიწისა გარდა აღარავის ემახსოვრება.

მეორე არის კაცისა გზანი შემდეგნაირი, -
მათი ცხოვრება ჯოჯოხეთის სამოსახლოა,
ამ წუთისოფელს ტანჯვით ძლივსღა გაათავებენ
და სააქაოს ბოლო წუთებს დაგვით გალევენ.

მათ საზრუნავი სულაც არ აქვთ მატერიული,
აქვთ საწადელი - ნაყოფიერი მიწის მიგნება
და რომ ვაგლახით წყალი უსხან დათესილ სახელს…
ჰო, ზეციური ხელოვანება ტანჯვაში იქმნება!

მეორე გზაზე დამდგარნი კაცნი გაზრდიან ხესა მიუწვდომელსა,
ტანჯვით გალეულთ ამ ხის წყალობით შთამომავლობა მოიგონებსა,
თუმცა იმ ხალხმა, პირველ გზას მდგარმა, ცხოვრებითა და სახელით მოკლნემ,
ღვთიური ძღვენი არსებობისა, თავის სურვილით მარადჟამ მოკლეს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი