წვიმის წვეთად ჩამოვარდა ხალხი
წვიმის წვეთად ჩამოვარდა ხალხი, ჩრდილოეთის ქარმა შთანთქა წვეთი. წვიმის წვეთმა მოუმატა ძახილს და შეინძრა ოდნავ ცა-ხმელეთი. წვიმის წვეთი გახდა ახლა ორი და შესუსტდა ქარი ჩრდილოეთის, ჭილყვავსა და ქართველების შორის ჩრდილი გაჩნდა ეშმაკის და ღმერთის. წვიმის წვეთი გადაიქცა უთვლად, მათ გულებში ლღვება სიტყვა “მონა”. დასავლეთის მატარებელს, უსვლადს, ააჩქარებს მალე წვიმის კონა. წვიმის წვეთი გახდა უკვე სეტყვა, ჩრდილოეთის ქარს მოაქცევს სიოდ და ცრუ პირნი, ვინაც დარჩნენ უტყვად, წაიღებენ კრულვას საიქიოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი