ბუდის თავზე
გამოვიჩეკეთ ბარტყები. დედა გკვებავდა, მატლები მოჰქონდა ჩვენთვის. გვიღეჭავდა, ვჭამდით. 3 დღისანი ვიყავით. დედა წავიდა სანადიროდ მატლებზე. მე და ჩემი და-ძმა ვსხედვართ ბუდეში და ვწკავწკავებთ. გვშია. თან დედას ვნატრულობთ, მისი თბილი და ბუმბულებით გაბერილი გულმკერდი იყო ჩვენი სახლი და შესაფარი. დილითვე წავიდა. დილას წყნარად ვიყავით, აი, შუადღე რომ დადგა, დავიწყეთ კვნესა და ტირილი. საღამოს უკვე ქანცი გაგვძვრა გოდებისაგან. დედა გვინდოდა, მაგრამ არსად სჩანდა. ხმა მომესმა, თურმე ქორი ყოფილა. ჩამავლო თავისი ბასრი კლანჭები და წამიყვანა სამფლობელოში. მე ვკითხე: - დედა სად არის? - დედაშენი? მონადირემ მოკლა, მუცელი რომ დაეკმაყოფილებინა. - რას ქვია მოკლა? - შენი და-ძმანი დაიღუპებიან, ან ჩემსავით წაიყვანს ვინმე, დედაშენი ცოცხალი რომ იყოს, ჩემი კლანჭებით არ მეყოლებოდი ახლა ცაში აფრენილი. მონადირეებმა ჩამოაგდეს პრიალა შავი ბუმბულით დაფარული, ცხვირწაგრძელებული ჩვარა. - შენ გენაცვალე ხელებში, ლევან. - ვიცი, ვიცი, პატარაობიდან ამ საქმეში ვარ, - წაიტრაბახა ლევანმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი